email proeqti.ge@gmail.com phone +995 555 77 92 44
პროექტი ჯი logo Proeqti GE

საავტორო ზედამხედველობა

ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მიერ მომზადებული პროექტების საავტორო ზედამხედველობას. ზედამხედველობის პროცესში ხდება ობიექტზე კონტროლი, ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების მიხედვით კონსულტაციის გაწევა, რათა მშენებლობა წარიმართოს პროექტის და სამშენებლო ნორმების სრული დაცვით.

საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში

  • ობიექტზე პერიოდული ვიზიტი
  • სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი
  • ფარული სამუშაოების აქტებზე ხელმოწერა (საჭიროების მიხედვით)
  • კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა
  • პროექტში ცვლილებების შეტანა (საჭიროების შემთხვევაში)

მშენებლობის ორგანიზება

ჩვენ ვახორციელებთ სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებას და მართვას, წინასწარ შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით და გონივრულ ვადებში.

მშენებლობის ორგანიზების ფარგლებში

  • სამშენებლო ბრიგადის უზრუნველყოფა
  • სამშენებლო ნორმების და უსაფრთხოების წესების დაცვა
  • საპროექტო ნახაზების მიხედვით მშენებლობის წარმოება
  • ობიექტის სამშენებლო ტექნიკით უზრუნველყოფა
  • სამშენებლო მასალების მომარაგება და მოწოდების უზრუნველყოფა

პროექტების პორტფოლიო