• proeqti.ge
  • ---
  • +995 555 77 92 44
  • proeqti.ge@gmail.com
ტოპო და გეოლოგია

 

ტოპოგრაფია

ტოპოგრაფიული გეგმა, წარმოადგენს რელიეფის ადგილისა და სიტუაციის ელემენტების კარტოგრაფიულ გამოსახულებას.

ტოპოგრაფიული გადაღება სრულდება აუცილებლად თუ ხორციელდება ნებისმიერი ნაკვეთის განაშენიანება.

გადაღების დამთავრებისთანავე ადგენენ დეტალურ გეგმას ან ნაკვეთის რუკას, რომელზეც მონიშნული იქნება ზღვის დონიდან რელიეფის სიმაღლეები და ტერიტორიის სხვა თავისებურებები, არსებული ობიექტები და ზუსტი საკადასტრო საზღვრები, აგრეთვე ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, არსებული გზების, საკომუნიკაციო ანძების, მაღალი ძაბვის სადენების, სიმბოლოთი გამოსახული ობიექტების ასახვა და სხვა დამატებითი მონაცემები. ტოპოგრაფიული გადაღება ხორციელდება თანამგზავრების საშუალებით. ამ მიზნებისათვის იყენებენ პროფესიონალურ GPS აპარატურას. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევენ საშუალებას სანტიმეტრების სიზუსტით განვახორციელოთ ტოპოგრაფიული აგეგმვა.

 


რისთვის არის საჭირო გეოლოგია?         

გეოლოგია საჭიროა არა მარტო პროტოკოლებისთვის და მშენებლობის თანხმობის მიღებისთვის, არამედ დასკვნა დასჭირდება არქიტექტურულ ბიუროსაც, როცა დამკვეთი ნაგებობის პროექტს დაუკვეთავს.

ზუსტი კვლევის შედეგების მიხედვით არქიტექტორების და კონსტრუქტორების მიერ შეირჩევა მომავალი ნაგებობის საძირკველი, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და სიმტკიცეს. თუ არ დავადგენთ გრუნტის ტიპს ნაკვეთზე, შეუძლებელია გრუნტის ქცევის გამოცნობა სეზონურ ცვლილებებთან ერთად. გეოლოგია გვეხმარება გრუნტის წყლების დონის დადგენაში.  ამ კვლევების ჩატარების გარეშე რთულია სწორად საძირკვლის შერჩევა და რაც მთავარია საძირკვლის და სარდაფის მოწყობის სიღრმის დადგენა.

  

 

 

საძირკვლის ფუძე-გრუნტში წყლის არსებობის შემთხვევაში არასასურველია სარდაფის მოწყობა, რადგან მუდმივად დატბორილი სარდაფი ხელს უწყობს შენობის თანდათან განადგურებას.