• proeqti.ge
  • ---
  • +995 555 77 92 44
  • proeqti.ge@gmail.com

ჩვენს საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის და დიზაინის სახლების სურათები თავისი გეგმებით, მშენებლობის სავარაუდო ფასებით და ამის ძირითადი მიზანია ის თუ, რამდენი შეიძლება დაგიჯდეთ სავარაუდოდ ესეთი ტიპის სახლის პროექტი თუ  მშენებლობა. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენს პირობებს და ფინანსებს მორგებული სასურველი სახლის პროექტი, სადაც შეიძლება შეიტანოთ ცვლილებები, როგორც შიდა გეგმებზე, ასევე ფასადის და კონსტრუქციულ ნაწილში. თუ თქვენ ვერ შეარჩიეთ  სასურველი სახლის პროექტი და გაქვთ რაიმე ჩანახაზი, სურათი ან ჩანაფიქრი თქვენი მომავალი სახლის, ჩვენ თქვენთან ერთად შევადგენთ სასურველი სახლის პროექტს.

 

სახლების სამშენებლო ფასები შედგენილია თეთრი კარკასის მდგომარეობით და არის სავარაუდო, რაც არ ითვალისწინებს მის ყველა კონსტრუქციულ მახასიათებლებს, ადგილმდებარეობას, კონკრეტული მიწის ნაკვეთის პირობებს და ინდივიდუალურ სურვილებს სამშენებლო მასალების მიმართ. მშენებლობის სავარაუდო ფასი მიღებული იყო, კონკრეტული სახლის კონსტრუქციული მოცულობით და ფასადზე გამოყენებული მასალების მახასიათებლებიდან გამომდინარე. აგრეთვე, დღესდღეობით საშუალოდ  თბილისში არსებული სამშენებლო მასალების და სამშენებლო ბრიგადების ხელობის ფასის მიხედვით. მოცემულ სავარაუდო სამშენებლო ფასში არ არის შეყვანილი სამშენებლო კომპანიის მომსახურების საფასური, ეს ინდივიდუალურია და ცალკე მოლაპარაკების საკითხია.

მშენებლობის ზუსტი ღირებულების დადგენა ხდება არქიტექტურული პროექტის და კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მეშვეობით.