• proeqti.ge
  • ---
  • +995 555 77 92 44
  • proeqti.ge@gmail.com
რა არის გაპი?

მიწის ნაკვეთის განაშენიანების პირობები -"გაპი" - მშენებლობის ნებართვის მოპოვების პირველი ეტაპია. მხოლოდ მისი გაცემის შემდეგ, შეიძლება მერიასთან პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება. "გაპი" 3 წლით გაიცემა. მისი მიღების შემდეგ თქვენ არ შეგეხებათ: ახალი კანონები და შეზღუდვები, მიწის ნაკბეთზე გაცემული კოეფიციენტით გეცოდინებათ თუ რა გაბარიტების და სიმაღლის სახლის აშენება შეიძლება თქვენს მიწის ნაკვეთზე და თუ არსებობს რაიმე სხვა შეზღუდვები.


რა არის საჭირო იმისთვის რომ მივიღოთ გაპი?

მერიის არქიტექტურის სამსახურში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ნაკვეთის ფოტოსურათები.
  • საინფორმაციო დაფა ბანერი ფოტოსურათები.
  • ტოპოგრაფიული გეგმა.
  • საპროექტო შენობის განთავსების სავარაუდო სქემა.

საჭიროების შემთხვევაში 

  • რაიონში - მიმდებარე ტერიტორიის კვლევა.
  • თბილისში - საგზაო სქემების შეთანხმება.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შენობის განთავსების შემდეგი შეზღუდვები:

  • საპროექტო მიწის ნაკვეთს უნდა ჰქონდეს საავტომობილო მისასვლელი გზა, მინიმუმ 5.5 მ. (თბილისში - 7 მ.)
  • მომიჯნავე (მეზობლის) ნაკვეთიდან შენობის განთავსება შეიძლება არა ნაკლებ 3 მ. დაშორებით. (თბილისში მიჯნის ზონაში შენობის განთავსება შესაძლებელია თუ მას არ აქვს მეზობლისკენ მიმართული ფანჯარა, კარი, აივანი ან სხვა სახის ღიობი)
  • ხე-ნარგავებიდან შენობა უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 3 მ.-ით და ბუჩქიდან 1.5 მეტრით.